Belive

სოლსკიაერი პრემიერლიგის ყველაზე ანაზღაურებად მწვრთნელებს შორის მესამეა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი "პრემიერლიგაში" ყველაზე ანაზღაურებად მწვრთნელებს შორის მესამე ადგილზეა. ნორვეგიელი სპეციალისტის წლიური შემოსავალი 8.12 მილიონი ევროა. ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ პეპ გვარდიოლასა და მაურისიო პოჩეტინოს ჩამორჩება. "მანჩესტერ სიტის" თავკაცი 17.5 მილიონი ევროს გამოიმუშავებს, აქვს, "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი კი 9.8 მილიონი ევროს. 8.12 მილიონი ევრო აქვს იურგენ კლოპსაც, უნაი ემერის 6.9 მილიონი ევრო, ხოლო მაურისიო სარის კი - 5.9 მილიონი. აღსანიშნავია, რომ სოლსკიაერს იმის ნახევარი შემოსავალი აქვს, რაც ჰქონდა ჟოზე მოურინიოს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ნორვეგიელმა 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 19 დეკემბრის შემდეგ, როდესაც ის დროებით მწვრთნელად დაინიშნა, გუნდმა 19 თამაშიდან 14 მოიგო. ამ პერიოდიდან მოყოლებული, "პრემიერლიგაში" "მანჩესტერ იუნაიტედს" ყველაზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული.  

სხვა სტატიები