Belive

სოლსკიაერი: "სანჩესი კეტჩუპის ბოთლს ჰგავს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ალექსის სანჩესის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, ჩილელი შემტევი ძალიან ცუდ ფორმაშია. ალექსისმა ბოლო 4 თვეში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და სასტარტო შემადგენლობაში პრაქტიკულად ვერ ხვდება. "სანჩესი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მასზე საუბრისას შეგიძლია დაჯდე და ბევრ პრობლემაზე ისაუბრო. დარწმუნებული ვარ, გოლის გატანის შემთხვევაში ის უფრო თავდაჯერებული იქნება და გაცილებით კარგად ითამაშებს. სამწვრთნელო შტაბში ვიცით, რომ ალექსისის სახით ძალიან, ძალიან კარგი მოთამაშე გვყავს. სანჩესი კეტჩუპის ბოთლს ჰგავს, არასდროს მოდის, თუმცა უეცრად გაივსება და გადმოიღვრება," - თქვა სოლსკიაერმა.

სხვა სტატიები