Belive

სოლსკიაერი შედეგებით პრემიერლიგაში პირველია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დროებით დანიშნულმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა დანიშვნის შემდეგ პრემიერლიგაში საუკეთესო შედეგები დააფიქსირა. ჩატარებულ 7 მატჩში, სოლსკიაერის შეგირდებმა 6 მოიგეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს, ჯამში კი 19 ქულა დააგროვეს, ამდენი ქულა კი სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ პრემიერლიგაში არც ერთ გუნდს დაუგროვებია. ქულების გარდა, "წითელი ეშმაკების" ანგარიშზე, ყველაზე მეტი გატანილი გოლი (19) და ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლია (6). ასევე, "იუნაიტედმა" კარში სხვა გუნდებზე მეტჯერ (121) დაარტყა და სახიფათო მომენტების (87) შექმნაშიც ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ოლე გუნარის მოსვლა გუნდს ძალიან დაეტყო და გარდა ამ მაჩვენებლებისა, სანახაობრივი მხარეც გამოსწორებულია, რაც "იუნაიტედის" ფანებს ძალიან ახარებთ და სოლსკიაერის დატოვებას ითხოვენ.

სხვა სტატიები