Belive

სოლსკიაერი: "თუ სიტის და ლივერპულს კონკურენციას გავუწევთ, მაღალ დონეზე ავალთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის შეფასებით, მის გუნდს მსოფლიოში საუკეთესო გუნდებთან უწევს პრემიერ ლიგაში ბრძოლა. ნორვეგიელის თქმით, თუკი "იუნაიტედი" "სიტისა" და "ლივერპულს" ძლიერ კონკურენციას გაუწევს, მისი გუნდი უფრო მაღალ საფეხურზე აინაცვლებს. "სერ ალექს ფერგიუსონის დროს, ინგლისში "მანჩესტერი" დომინირებდა, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. დღეს პირველობისთვის 6 გუნდი იბრძვის. როდესაც მე არა მწვრთნელი, არამედ ფეხბურთელი ვიყავი, პირველობაში მხოლოდ "არსენალი" და "ჩელსი" გვეცილებოდნენ. მას შემდეგ, პრემიერ ლიგა "ლესტერმა" მოიგო, "ევერტონიც" გაძლიერებულია. ინგლისში 10 გუნდი მაინცაა, რომელიც ევროპა ლიგაზე ღირსეულად ითამაშებს," ამბობს სოლსკიეაერი. ნორვეგიელის შეფასებით, პრემიერ ლიგა დღეს მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა: "სიტის აქვს შანსი, ინგლისში ტრებლი (3 ადგილობრივი ტურნირი) მოიგოს, "ლივერპული" და "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში არიან, "არსენალი" და "ჩელსი" კი ევროპა ლიგის ფინალში უპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს იმას ნიშნავს, რომ "იუნაიტედს" მსოფლიოში საუკეთესო გუნდებთან უწევს ჭიდილი. დეკემბერში სოლსკიაერმა ჟოზე მოურინიო ჩაანაცვლა და იგი დროებითი მწვრთნელის პოზიციაზე დაინიშნა. გუნდის ჩაბარების შემდეგ, ნორვეგიელმა კარგი შედეგები აჩვენა, რის გამოც მან მთავარი მწვრთნელის პოზიცია დაიკავა. ცნობილია, რომ ნორვეგიელი ზაფხულში გუნდში არაერთი მნიშვნელოვან ცვლილებას გეგმავს. “ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც არამარტო კარგ ფეხბურთს თამაშობენ, არამედ ისეთები, რომლებიც გუნდის ფილოსოფიას შეესაბამებიან. მანჩესტერს არ სჭირდება ფეხბურთელები, რომელთა მიზანიც ფული და პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებაა. არ გვინდა, გუნდს ისეთი ფეხბურთელები შემოუერთდნენ, რომლებიც აქ მხოლოდ მაღალი ანაზღაურებისთვის მოვლენ,” განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები