Belive

სოლსკიაერი ზაფხულში 3 ფეხბურთელს გაუშვებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიდი ალბათობით, ოლე გუნარ სოლსკიაერი მომავალ წელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი იქნება. ნორვეგიელი სპეციალისტი ახალ სეზონში გუნდის გარკვეულ პოზიციებზე ცვლილებებს გეგმავს. როგორც ცნობილია, სოლსკიაერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ანტონიო ვალენსიას, მარკოს როხოსა და ალექსის სანჩესს გაუშვებს. ვალენსია მიმდინარე სეზონის შემდეგ 10-წლიან მანჩესტერულ კარიერას დაასრულებს. ამ დროის მანძილზე 33 წლის მარჯვენა მცველმა 338 თამაში ჩაატარა. ის "იუნაიტედთან" კონტრაქტს აღარ გაახანგძლივებს. 29 წლის მცველი, მარკოს როხო აშკარად ტრავმებისადმი მიდრეკილია. არგენტინელმა ფეხბურთელმა ბოლო 2 სეზონში მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება სანჩესს, ჩილელი შემტევი ფორმაში ვერა და ვერ შედის. ალექსისი კვირაში ხელფასის სახით 400 000 ევროს იღებს, რაც მისი თამაშის ხარისხთან შედარებით ზედმეტად ბევრია.

სხვა სტატიები