Belive

სოლსკიაერის აზრით პსჟ-სთან დრამატული ქამბექი იუნაიტედისათვის ინსპირაციის წყარო გახდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. პირველ შეხვედრაში კატალონიელებმა მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს და საპასუხო შეხვედრაში ფავორიტის სტატუსით სარგებლობენ. "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი მიიჩნევს, რომ "პსჟ"-სთან დრამატული ქამბექი მისი ფეხბურთელებისათვის ინსპირაციის წყარო გახდება და "კამპ ნოუზე" გასამართი მატჩის წინ "წითელ ეშმაკებს" დამატებით მოტივაციას შემატებს. "პარიზში გამართული მატჩისა და დრამატული ქამბექის გახსენება ჩემს ფეხბურთელებს მოტიცავიას აუმაღლებს. გვჯერა რომ  წარმატების მიღწევა და მოვლენების ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნება შეგვიძლია." "საკუთარ კედლებში მოთამაშე "ბარსელონა" სულ სხვა გამოწვევაა, მაგრამ მჯერა რომ პარიზული მატჩის გახსენება ჩვენზე დადებითად აისახება", - აღნიშნა სოლსკიაერმა.

სხვა სტატიები