Belive

სოლსკიაერის ბრწყინვალე შედეგი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, "წითელმა ეშმაკებმა" თამაშის ხარისხი მკვეთრად გამოასწორეს. 2018 წლის 19 დეკემბერის (თარიღი, როდესაც სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა) შემდეგ, სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეძლო პრემიერლიგაში ყველაზე მეტი ქულის დაგროვება. სოლსკიაერის მეთაურობით ჩატარებულ მატჩებში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 32 ქულა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს, სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დროებით დაინიშნა. წარმატებული შედეგების გამო, მიმდინარე წლის 28 მარტს მას კლუბმა ნდობა გამოუცხადა და 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. სოლსკიაერთან დაკავშირებით კომენტარი გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმაც გააკეთა: “სოლსკიაერმა ჩვენი იმედები მთლიანად გაამართლა. სასურველი შედეგების გარდა, სოლსკიაერმა გუნდში სხვანაირი ატმოსფერო შექმნა: იგი ფეხბურთელებს გუნდის კულტურის ღრმად გააზრებაში ეხმარება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოლსკიაერი “მანჩესტერ იუნაიტედს” იდეალურად შეესაბამება,” განაცხადა მან.

სხვა სტატიები