Belive

სოლსკიაერის გათავისუფლების შემთხვევაში, იუნაიტედის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი სახელდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ იუნაიტედმა'', შესაძლოა, ოლე-გუნარ სოლსკიაერი გაათავისუფლოს. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ,,წითელი ეშმაკები'' ნორვეგიელს გაუშვებენ, კლუბის ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად ზინედინ ზიდანს განიხილავს, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა. თავად ზიდანს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, დათანხმდება თუ არა ინგლისელთა შეთავაზებას. ,,იუნაიტედში'' იმედი აქვთ, რომ ფრანგი სპეციალისტის დარწმუნებაში გადამწყვეტ როლს კრიშტიანუ რონალდუსა და რაფაელ ვარანის ფაქტორი ითამაშებს. პრემიერლიგის 11 ტურის შემდეგ, ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' 17 ქულით ცხრილის მე-6 პოზიციაზეა. ,,წითელ ეშმაკებმა'' შიდაჩემპიონატში ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს.

სხვა სტატიები