Belive

სოლსკიაერის მატჩის შემდგომი განცხადება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოლე გუნარ სოლსკიაერის თავკაცობით "მანჩესტერ იუნაიტედის" წაუგებელი სერია ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩში შეწყდა. ნეიმარისა და ედინსონ კავანის დანაკლისის მიუხედავად, პარიზულმა გრანდმა ორი უპასუხო გოლი გაუტანა "მანჩესტერ იუნაიტედს" და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" სიტუაციას ის ფაქტიც ართულებს, რომ პოლ პოგბა განმეორებით შეხვედრას წითელი ბარათის გამო გამოტოვებს. მატჩის შემდგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ოლე გუნარ სოლსკიაერმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. "თავდაპირველად ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ სწორედ ის თამაში მიმდინარეობდა, როგორიც ჩვენ გვსურდა. თუმცა გოლის გატანა სტუმრებმა შეძლეს, შემდეგ მეორე გოლიც გავუშვით. დაფიქრება და მიღებული გაკვეთილის გაანალიზება გვმართებს. მწვერვალები იმისთვისაა, რომ დაიპყრო",- აღნიშნა სოლსკიაერმა.

სხვა სტატიები