სოლსკიაერის შვილის დებიუტი მანჩესტერის წინააღმდეგ შედგება

326
ნახვა

პრემიერ ლიგის დაწყებამდე “მანჩესტერ იუნაიტედი” პრე-სეზონს ატარებს, სადაც ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი კარგ ფორმაში იმყოფება. პრემიერ ლიგის დაწყებამდე კი ბრიტანელები კიდევ 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

დღეს, 30 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე “მანჩესტერი” ნორვეგიულ “კრისტიანსუნის” დაუპირისპირდება. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია სოლსკიაერების ოჯახისთვის, რათა დღევანდელ მატჩში ოლე გუნარის შვილის დებიუტი შედგება სწორედ მამამისის გუნდის წინააღმდეგ.

ნოა სოლსკიაერი 19 წლის არის, იგი “კრისტიანსუნის” ბ გუნდში თამაშობს, თუმცა ნორვეგიული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ განაცხადში შეიყვანა და უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი დებიუტი სწორედ დღეს შედგება.

 

(326)

სოლსკიაერის შვილის დებიუტი მანჩესტერის წინააღმდეგ შედგება

სტატიის ავტორი
-