Belive

სოლსკიაერმა ბრიუგესთან ფრე ბურთს დააბრალა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე "ბრიუგეს" ეწვია, რომელთანაც საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გამართა. შეხვედრის მე-15 წუთზე ბელგიელებმა ანგარიში გახსნეს, თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" წონასწორობა მალევე, 36-ე წუთზე აღადგინეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მანჩესტერელების თავკაცმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა შეხვედრის შედეგი არასასურველად შეაფასა და საკმაოდ საინტერესო მიზეზიც დაასახელა: "ვფიქრობ ჩვენ კარგად ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ ვიასპარეზეთ, თუმცა იყო ერთი დიდი პრობლემა - ეს არის ბურთი. ბურთი, რომელიც არ იყო იმ კონდიციაში, როგორიც უნდა იყოს - ის იყო რბილი და მსუბუქი. ვიაზრებ იმას, რომ ამ ბურთით თამაშობდე მეტოქე გუნდიც.  ამ ყველაფერს თან ახლდა წვიმა და ქარი - ამის გამო გამარჯვებაში ხელი კიდევ უფრო შეგვეშალა", - განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა. 28 თებერვალს "მანჩესტერ იუნაიტედი" საპასუხო შეხვედრას საშინაო არენაზე - "ოლდ ტრაფორდზე" გამართავს.  

სხვა სტატიები