Belive

სოლსკიაერმა დაასახელა ის 8 ფეხბურთელი , რომელიც მის გუნდს ჭირდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოლე გუნარ სოლსკიაერის გაწვრთნილი გუნდი მიმდინარე სეზონში რბილად რომ ვთქვათ კარგად არ გამოიყურება. "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ მომენტისთვის ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს და 9 ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას. გულშემატკივრები გუნდის გაძლიერებას ითხოვენ და ამასთან დაკავშირებით ნორვეგიელმა სპეციალისტმა დაასახელა ის 8 ფეხბურთელი , რომელიც მას ჭირდება. მთავარი სამიზნეები ერლინგ ჰოლანდი და ჯეიდონ სანჩო არიან. "ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს , პირველ რიგში სწორედ მათი შეძენა სურს. შემდეგ მოდიან "ლესტერის" შემტევი ნახევარმცველი ჯეიმს მედისონი და "ვესტ ჰემის"  ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი დეკლან რაისი. იმ შემთხვევაში თუ "იუნატედი" ამ 4 ფეხბურთელიდან ვერცერთს ვერ შეიძენს , ინგლისის 20 გზის ჩემპიონი კალუმ ვილსონის , ჯონ მაკგინის და ჯეკ გრილიშის შეძენას შეეცდება. "წითელი ეშმაკების" რადარზე ასევე არის "ლიონის" თავდამსხმელი მუსა დემბელე. ინგლისელებს ამ ტრანსფერების განხორციელება იანვარში სურთ, რათა სეზონი გადაარჩინონ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდნენ.

სხვა სტატიები