Belive

სოლსკიაერმა ერთი რეკორდი გააუმჯობესა, მეორე გაიმეორა, მესამე კი დაამყარა!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, ინგლისურმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფრანგული "პსჟ" გასვლაზე ანგარიშით 1:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია რომ ამ გამარჯვებით ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი სამ რეკორდს შეეხო, ერთი მათგანი გააუმჯობესა, მეორე გაიმეორა, მესამე კი დაამყარა. გაუმჯობესება გასვლითი თამაშების მოგებას ეხება, "მანჩესტერ იუნაიტედი" 1878 წელს დაარსდა და აქამდე 7-ჯერ ზედიზედ გასვლითი მატჩი არასოდეს მოუგია, "კრისტალ პალასთან" დაფიქსირებული 1:3-ით, სადაც ასევე ლუკაკუმ შეასრულა დუბლი, "წითელმა ეშმაკებმა" ეს რეკორდი მოხსნეს, გუშინდელი მოგებით კი გააუმჯობესეს. რეკორდის გამეორება გასვლით მატჩებში ზედიზედ გატანილ გოლებს უკავშირდება. აქამდე 21 გასვლით მატჩში ზედიზედ, "წითელმა ეშმაკებმა" გოლი 1956 წლის ნოემბრიდან, 1957 წლის სექტემბრამდე გაიტანეს, წელს კი იგივე შედეგი გამეორდა, მომავალ ტურში სოლსკიაერს ამ რეკორდის დამყარების შანსი ლონდონში "არსენალის" საშინაო არენაზე ექნება. რაც შეეხება დამყარებულ რეკორდს საუბარია ჩემპიონთა ლიგაზე აღმოფხვრილ სხვაობაზე, საქმე იმაშია, რომ შინაურ არენაზე ორბურთიანი წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე არავინ გასულა, გარდა ოლე გუნარ სოლსკიაერის გაწვრთნილი "მანჩესტერ იუნაიტედისა"

სხვა სტატიები