Belive

სოლსკიაერმა მანჩესტერის ფეხბურთელებს დრეს-კოდი დაუწესა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ინგლისური გრანდის ფეხბურთელებს დრეს-კოდი დაუწესა. "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, კლუბის ფეხბურთელები ყველა მატჩზე ოფიციალურ საკლუბო კოსტიუმებში გამოწყობილები მივლენ. სოლსკიაერმა სერ ალექს ფერგიუსონის მიერ თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება გაიმეორა. "მანჩესტერ იუნაიტედში" მოღვაწეობის პერიოდში ფერგიუსონმა ფეხბურთელებს სხვადასხვა შეზღუდვები დაუწესა.

სხვა სტატიები