Belive

სოლსკიაერმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა "ბარსელონასთან" წაგებული მატჩი შეაჯამა. ნორვეგიელი სპეციალისტის თქმით, "ბარსელონა" მათზე ათი თავით მაღლა იდგა.
"ლიონელ მესი ტოპ-კლასის ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, ის მოედანზე გამოირჩეოდა. მესიმ თავისი კლასი აჩვენა. ჩვენ ბარსელონას დონისკენ უნდა მივისწრაფოთ, ამის მიღწევა შეგვიძლია, მაგრამ ბევრი სამუშაო გვაქვს. თუ გვსურს მანჩესტერ იუნაიტედის ჭეშმარიტ დონესა და ტრადიციებს დავუბრუნდეთ, მაშინ ბარსელონას მსგავსად უნდა ვითამაშოთ და გამოწვევები მივიღოთ. ისინი ამ ორ მატჩში რამდენიმე თავით ჩვენზე მაღლა იდგნენ. პრემიერ ლიგაში წინ მძიმე კვირა გვაქვს. არ აქვს აზრი იმაზე საუბარს, თუ რა შეიძლება მომხდარიყო, ჩვენ მომავალზე უნდა ვკონცენტრირდეთ" - განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები