Belive

სოლსკიაერმა ფერდინანდს უპასუხა: ,,რიო ხანდახან ამბობს იმას, რის შესახებაც არც ისე ბევრი იცის''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი, რიო ფერდინანდის კომენტარს გამოეხმაურა. ,,იანგ ბოიზთან'' ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან გასვლის შემდეგ, ერთ-ერთ ეპიზოდში ნორვეგიელი სპეციალისტის გვერდით იდგა, რაზეც ფერდინანდმა განაცხადა, რომ მწვრთნელის ადგილზე ფეხბურთელს დაჯდომისკენ მოუწოდებდა.
,,რიო ხანდახან ამბობს იმას, რის შესახებაც არც ისე ბევრი იცის. მარტინს პერეირამ ნემანია მატიჩის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რისთვისაც ყვითელი ბარათით უნდა დასჯილიყო. კრიშტიანუც და ბრუნოც შეხვედრაში ბოლომდე იყვნენ ჩართულნი, წამოხტნენ და ჩემ გვერდით აღმოჩნდნენ. ისინი იქ დიდხანს არ გაჩერებულან, უბრალოდ, მსაჯს რაღაც შესძახეს, შემდეგ კი დასხდნენ. ვიცით, რომ ამ ზონაში დგომის უფლება მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს - ან მე, ან მაიკლ კერიკს, ან მაიკ ფერანს, ან კირან მაკკენს. არ მაქვს პრობლემა, რომ ფეხბურთელები წამოდგნენ და შემდეგ საკუთარ ადგილს დაუბრუნდნენ, რონალდუს თანაგუნდელებისთვის მითითებები არ მიუცია,'' - განაცხადა სოლსკიაერმა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,მანჩესტერ იუნაიტედი” ,,იანგ ბოიზთან” სტუმრად 1:2 დამარცხდა. სოლსკიაერმა რონალდუ მატჩის 72-ე წუთზე ჯესი ლინგარდით შეცვალა.

სხვა სტატიები