სოლსკიაერმა ფერგიუსონი ფეხბურთელებთან შესახვედრად მიიწვია

158
ნახვა

“იუნატედის” დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, სოლსკიერმა სერ ალექს ფერგიუსონი “ლივერპულთან” უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების წინ გუნდთან შესახვედრად მოიწვია.

“სერ ალექსის გასაუბრება ფეხბურთელებთან შესანიშნავი იქნება , ჩვენ ამ ფაქტს მხოლოდ მივესალმებით, რადგან ჩვენ ვიცით თუ რამდენს ნიშნავს ლივერპულის დამარცხება. და ეს ჩვენი ფეხბურთელებისთვისაც უმნიშვნელოვანესი იქნება.  “პსჟსთან” დაპირისპირებით უნდა ვისწავლოთ და გამოცდილება მივიღოთ, რადგან ჩვენ ისე არ გვიასპარეზია როგორც გვსურდა. მობილიზებულები უნდა დავრჩენილიყავით მთელი თამაშის განმავლობაში. მსგავსი დონის თამაშებში დეტალები ბევრ რამეს წყვეტს. კილიანმა ბაილის ზუსტად ერთი სანტიმეტრით დაასწრო ბურთთან კონტაქტი და გოლი გაგვიტანა, აი სწორედ ესეთი მომენტები განსაზღვრავს დიდი მატჩების ბედს” – განაცხადა ნორვეგიელმა.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერი” “მერსისაიდელებს” 24 თებერვალს, თბილისის დროით, 18:05-ზე დაუპირისპირდებიან. ამ შეხვედრაში “წითელ ეშმაკებს” შესაძლოა ჯესი ლინგარდი და ენტონი მარსიალი დაუბრუნდნენ.

 

(158)

სოლსკიაერმა ფერგიუსონი ფეხბურთელებთან შესახვედრად მიიწვია

სტატიის ავტორი
-