Belive

სოლსკიაერმა პოგბასა და სხვა ფეხბურთელების მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა თავისი გუნდის ფეხბურთელების მომავალზე ისაუბრა. ნორვეგიელი სპეციალისტის თქმით, "იუნაიტედს" წელს ფეხბურთელები არ დატოვებენ. "ჩვენი ფეხბურთელების შესახებ უამრავი საუბარი და ვარაუდი მოვისმინე. როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედში" ხარ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ყველაფერს მოელი. ცხადია, ფეხბურთელებთან ახლო კონტაქტში უნდა იყო. ვისაუბრე პოგბასთან, ლინგარდთან, რეშფორდთან და გუნდის ყველა მოთამაშესთან. შემიძლიათ გითხრათ, რომ რომელიმე ფეხბურთელის სანაცვლოდ შემოთავაზება არ მიგვიღია. პოგბასა და ფეხბურთელების უმეტეს ნაწილს "იუნაიტედთან" ხანგძლივი კონტრაქტი აქვს," - თქვა სოლსკიაერმა. შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას აქტიურად უკავშირებენ "იუვენტუსსა" და "რეალს". ვრცელდება ინფორმაცია "ინტერის" ლუკაკუსადმი ინტერესზეც.

სხვა სტატიები