Belive

სოლსკიაერმა პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა. საქმე იმაშია, რომ ნორვეგიელმა სპეციალისტმა მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გამართულ 10 ტურში გუნდს 26 ქულა მოუტანა, რაც აქამდე არავის უქნია. ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა, 10 მატჩიდან 8 მოიგეს, 2 კი ფრედ დაასრულეს, ჯამში 23 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი მხოლოდ 6 მიიღეს. აქამდე რეკორდის მფლობელი გუს ჰიდინკი იყო, რომლის გაწვრთნილმა "ჩელსიმაც" საწყის 10 ტურში, 25 ქულა მოაგროვა.

სხვა სტატიები