Belive

სოლსკიაერმა პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა. ნორვეგიელი მწვრთნელი გახდა პირველი, ვისმა გუნდმაც ინგლისის უმაღლეს ლიგაში, საწყის 7 ტურში 19 ქულა დააგროვა. "წითელმა ეშმაკებმა" სოლსკიაერის თაოსნობით პრემიერლიგაში პირველი 6 მატჩი მოიგეს, გუშინ კი "ბარნლისთან" ბოლო წუთებში გატანილი 2 გოლით, ქულა გადაარჩინეს და მწვრთნელს რეკორდიც დაამყარებინეს. აღსანიშნავია, რომ საწყისი 6 მატჩი სოლსკიაერის გარდა თავის დროზე, "ჩელსის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ და "სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მოიგეს, თუმცა მათ მეშვიდე მატჩში მარცხი იწვნიეს და შედეგად საწყის 7 ტურში 18 ქულა დააგროვეს. შეგახსენებთ რომ, სოლსკიაერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლოკალური რეკორდიც დაამყარა, იგი გახდა "წითელი ეშმაკების" ისტორიაში პირველი მწვრთნელი, ვინც ზედიზედ 8 მატჩი მოიგო.

სხვა სტატიები