Belive

სოლსკიაერმა რაშფორდის ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამ სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედის" გამოკვეთილმა ლიდერმა მარკუს რაშფორდმა შესაძლოა გათამაშება ბოლომდე ვერ ჩაამთავროს. ამის შესახებ "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ისაუბრა. "მარკუსი მკურნალობისა და ძალების აღდგენისთვის იმდენ დროს მიიღებს, რამდენიც დასჭირდება, თუმცა უცნობია კონკრეტულად რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი, შესაძლოა სეზონის ბოლომდეც. ჩვენ ყოველთვის ვერიდებით გარისკვას, როცა საქმე ფეხბურთელების ჯანმრთელობას ეხება. ჩვენ ქვეყანაში საუკეთესო სამედიცინო პერსონალი გვყავს და დარწმუნებული ვარ, ისინი შეძლებენ რაშფორდი ფორმაში რამდენადაც შესაძლებელია მალე ჩააყენონ",-თქვა ნორვეგიელმა სპეციალისტმა. ამ სეზონში 22 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა "იუნაიტედისთვის" 31 მატჩში ითამაშა, 19 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.    

სხვა სტატიები