Belive

სოლსკიაერს მანჩესტერ იუნაიტედის სატურნირო მდგომარეობა არ აღელვებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ასტონ ვილას" დაუზავდა. "ოლდ ტრაფორდზე" გამართული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის განვლილი 14 ტურის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 18 ქულის დაგროვება შეძლო და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზე იმყოფება. ნეგატიური სტარტისა და გასავარდნ ზონაში მყოფ "საუთჰემპტონთან" მხოლოდ 6 ქულიანი სხვაობის მიუხედავად, ოლე გუნარ სოლსკიაერს "წითელი ეშმაკების" სატურნირო მდგომარეობა არ აღელვებს. "კიდევ ერთი გოლის გატანის შემთხვევაში აქ არ ვიჯდებოდი და არ დავიწყებდი იმაზე საუბარს, რომ მე-5 პოზიციაზე ვიმყოფებით. დაგროვებული ქულების თვალსაზრისით სატურნირო ცხრილი საკმაოდ მჭიდროა - ამიტომ ამ ასპექტში არ ვღელავ." "მატჩის მსვლელობისას უამრავი სახიფათო შეტევა განვახორციელეთ და მოგების კარგი შანსი გვქონდა", - აღნიშნა ოლე გუნარ სოლსკიაერმა.

სხვა სტატიები