Belive

სოლსკიაერს მორიგი გამოცდის ჩაბარება FA თასზე მოუწევს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ასოციაციის თასის კენჭისყრის შედეგად, მე-5 ეტაპის წყვილები გამოვლინდა. ტრიუმფალური სტარტის შემდეგ, ოლე გუნარ სოლსკიაერს მორიგი გამოცდის ჩაბარება "ჩელსის" წინააღმდეგ მოუწევს. კენჭისყრის შედეგად, "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება - სწორედ აღნიშნული მატჩი იწვევს გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს. "წითელი ეშმაკებისაგან" განსხვავებით გაცილებით ადვილი მეტოქე ელის "მანჩესტერ სიტის", რომელიც "მიდლსბრო" - "ნიუპორტის" წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ინგლისის ასოციაციის თასის მე-5 ეტაპის წყვილები:

"ბრისტოლი" ან "შრიუსბერი" - "ვულვზი"

"უიმბლდონი" - "მილუოლი"

"დონკასტერი" - "კრისტალ პალასი"

"მიდლსბრო" ან "ნიუპორტი" - "მანჩესტერ სიტი"

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"

"სუონსი" - "ბარნეტი" ან "ბრენტფორდი"

"პორტსმუთი" - "ქუინს პარკ რეინჯერსი" ან "უოტფორდი" 

"ბრაიტონი" - "ვესტ ბრომვიჩი" ან "დერბი" 

 

სხვა სტატიები