Belive

სოლსკიაერს მწვრთნელის პოზიციაზე კიდევ ერთი სახელოვანი კონკურენტი გამოუჩნდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე შესაძლოა სამუშაოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს. სიმეონეს კანდიდატურას ინგლისში აქტიურად განიხილავენ. არგენტინელ სპეციალისტს მიმდინარე კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 18 თვეში ეწურება. ამის მიუხედავად, საუბარი იმაზე, რომ სიმეონე "ოლდ ტრაფორდზე" გადავა არ წყდება. "წითელი ეშმაკების" მწვრთნელობის ყველაზე რეალურ კანდიდატად ჯერ მაინც მაურისიო პოჩეტინო რჩება, რომლის "ტოტენჰემიც" სწორედ დღეს "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება. დიეგო სიმეონებ "ატლეტიკო" 2011 წელს ჩაიბარა. ამ პერიოდში გუნდს ესპანეთის "ლა ლიგა", ესპანეთის სამეფო თასი და სუპერ თასი მოაგებინა. ევროპის სუპერ თასიც მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა, სადაც დამარცხდა.

სხვა სტატიები