Belive

სოლსკიაერს პოჩეტინო ჩაანაცვლებს?!

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, "უოტფორდთან" განცდილი მარცხის (4:1) შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელებმა ოლე გუნარ სოლსკიაერი გაათავისუფლეს. ნორვეგიელი სპეციალისტის გუნდიდან გაშვების შემდეგ, ბრიტანულ მედია საშუალებებში სპეკულაციების ახალი ტალთა აგორდა. არაერთი გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდი ოლე გუნარ სოლსკიაერის შემცვლელად მაურისიო პოჩეტინოს ასახელებს. წყაროს მტკიცებით, ნორვეგიელის პოტენციურ შემცვლელთა შორის "სპურსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლიდერობს. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, "მანჩესტერ იუნაიტედს" დროებითი მწვრთნელი ჩაიბარებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი "წითელი ეშმაკები" მაურისიო პოჩეტინოს გაფორმებას შეეცდებიან, რომელიც "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს. GOAL-ის მტკიცებით, პარიზული გრანდის ხელმძღვანელს სერ ალექს ფერგიუსონთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, რაც პოჩეტინოს გაფორმების საკითხში შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. მაურისიო პოჩეტინოს პარალელურად, "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტს ლორან ბლანის, ზინედინ ზიდანისა და ერიკ ტენ ჰაგის კანდიდატურებიც დაუკავშირეს.

სხვა სტატიები