Belive

სოლსკიაერს სულ მალე გაათავისუფლებენ?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Sky Sports-ის ექსპერტის, პოლ მერსონის  განცხადებით იმ შემთხვევაში თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩში "კარდიფთან" დამარცხდება მანკუნიანელთა მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის პოზიციას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. "თუ მან უელსელებთანაც წააგო, ვფიქრობ სერიოზული შეხვედრები ელის ხელმძღვანელობასთან, ის არ არის მოურინიოს კონტრაქტზე სადაც გაგდების შემთხვევაში 15 მილიონს მიიღებს კომპენსაციის სახით." გავრცელებული ინფორმაციით სოლსკიაერი უმაღლესი დონის ფეხბურთელების დამატებას გეგმავს. "ზაფხულში "რეალსაც" და "ბაიერნსაც" სერიოზული ტრანსფერები ესაჭიროებათ, დავუშვათ თქვენ ხართ 90 მილიონის ღირებულების ფეხბურთელი სად წახვიდოდით თუ ეს კლუბები შეგეხმიანებოდნენ?" - მერსონი სოლსკიაერის მომავალს სკეპტიკურად უყურებს. სანამ სოლსკიაერი "მანჩესტერის" დროებითი მწვრთნელი იყო მას საოცარი შედეგები ჰქონდა, თუმცა მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.  ბოლო 10 მატჩიდან მან მხოლოდ 2 მოიგო, "ჰადერსფილდთან" კი ფრედ 1:1 ითამაშა, რამაც წითელი ეშმაკების საჩემპიონთალიგო იმედებს წერტილი დაუსვა.

სხვა სტატიები