Belive

სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოს ძლიერი მხარე კარგი გუნდური თამაშია" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები სომხეთის ეროვნულ გუნდს 11 ოქტომბერს, ნეიტრალურ არენაზე, პოლონეთში დაუპირისპირდება. მატჩამდე, მეზობელი ქვეყნის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გამოცდილმა ესპანელმა, ხოაკინ კაპაროსმა მეტოქის ძალების, საკუთარი გუნდის ლიდერის და შეხვედრის მოგების შანსების შესახებ ისაუბრა. "ნებისმიერ გუნდს უნდა ჰყავდეს ლიდერი და ჩვენი ლიდერი არის ჰენო (მხითარიანი), ის არის ფეხბურთელი, რომელიც თანაგუნდელებს მხოლოდ მისი გუნდში ყოფნით ამოტივირებს.  საქართველოს ძლიერი ნაკრები ჰყავს. მათი ფეხბურთელები ერთად დიდი ხნის განმავლობაში თამაშობენ და ეს ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ. არიან ისეთი ქართველი მოთამაშეებიც, რომლებიც საკლუბო დონეზეც ერთ გუნდში თამაშობენ, რაც მათთვის კარგია. ვფიქრობ, საქართველოს ძლიერი მხარე კარგი გუნდური თამაშია. რაც შეეხება შანსებს, ისევე ვარ განწყობილი, როგორც მაკედონიასთან მატჩის წინ. ამ ჯგუფში ყველა მატჩი თანაბარი იქნება. ვფიქრობ, მცირე დეტალმაც კი შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს. მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ", - თქვა 64 წლის ესპანელმა სპეციალისტმა. საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები