Belive

სონი ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" ფეხბურთელი, ჰეუნგ მინ სონი, სავარაუდოდ, ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე "ცრვენა ზვეზდასთან" შეხვედრას გამოტოვებს. მიზეზი ფსიქოლოგიური ტრავმაა, რომელიც კორეელმა შემტევმა პრემიერლიგის გასულ ტურში "ევერტონთან" მატჩისას მიიღო. დაპირისპირების 79-ე წუთზე სონმა ანდრე გომეში წააქცია, რის შემდეგაც პორტუგალიელმა ფეხი მოიტეხა. მოედანზე კარგად ჩანდა, თუ როგორ განიცდიდა სონი მომხდარს. "ტოტენჰემის" ერთ-ერთ ლიდერს თანაგუნდელები და "ევერტონის" მოთამაშეები ამშვიდებდნენ. Daily Mail-ის ინფორმაციით, ჰეუნგ მინ სონი ამის გამო უახლოეს მატჩს გამოტოვებს. "ტოტენჰემის" ხელმძღვანელები აპირებენ, რომ კორეელს ფსიქოლოგი დაუქირავონ.

სხვა სტატიები