Belive

სონი: "ჩვენ გაცილებით უფრო სახიფათოდ ვუტევდით და მოგება დავიმსახურეთ"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ტოტენჰემმა" "მანჩესტერ სიტი" მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, "ტოტენჰემის" შემტევმა, სონმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. "ჩვენი გუნდი არასდროს ნებდება, 90 წუთის განმავლობაში ვიბრძვით. ჩვენ გაცილებით უფრო სახიფათოდ ვუტევდით და გამარჯვება დავიმსახურეთ. ახალი სტადიონი ძალიან მომწონს, აქ თამაში გამაოგნებელია. კეინის ტრავმა? ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება. არ ვიცოდით რა მოხდა, მაგრამ მედგრად ვიდექით - ლუკას მოურას შემოსვლამ კი ახალი ენერგია შეგვმატა", - აღნიშნა სონმა.

სხვა სტატიები