Belive

სონი: "ფინალის წინ ერთი წუთიც არ მეძინა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა სონ ხიუნ მინმა, იმ ემოციების შესახებ ილაპარაკა, რომელსაც იგი აზიური თამაშების ფინალის წინა ღამეს გრძნობდა. ამ ტურნირში გამარჯვებამ სონი ჯარში 2 წლიან მსახურობას აარიდა. "სიმართლე გითხრათ ფინალის დროს ძალიან ვნერვიულობდი, წინა ღამეს ერთი წუთიც კი არ მეძინა, ეს ძალიან დიდი რისკი იყო თუმცა დარწმუნებული ვიყავი რომ ტურნირს მოვიგებდით, ბედნიერი ვარ რომ ჩემ ქვეყანას გამარჯვება მოვუტანე". შეგახსენებთ რომ, სონი სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებში გამოიძახეს სადაც 2 წლის განმავლობაში უნდა ემსახურა, რაც მის საფეხბურთო კარიერას სავარაუდოდ დაასრულებდა. თუმცა აზიურ თამაშებში გამარჯვებული ნაკრების ყველა წევრი სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ჯარიდან გაათავისუფლა.

სხვა სტატიები