Belive

სონი: ,,როცა გერმანელების ტირილს ვუყურებდი, ვიგრძენი, რომ შურისძიება შემეძლო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ,,ტოტენჰემისა'' და სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების შემტევმა, სონ ჰინ-მინმა, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებთან გამარჯვება გაიხსენა:
,,გერმანიაში საცხოვრებლად პატარა ასაკში გადავედი და წარმოუდგენლად რთული მომენტები გადავიტანე. ჩემ მიმართ რასისტული შეძახილები არაერთხელ მომისმენია. ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, თავში აზრმა გამიელვა, რომ შური უნდა მეძია. როგორც წესი, როცა ადამიანები ტირიან, მინდა, დავამშვიდო, ჩავეხუტო... მაგრამ, როცა გერმანელების ტირილს ვუყურებდი, ვიგრძენი, რომ შემეძლო შურისძიება იმით, რაც მომწონს,'' - განაცხადა სონმა.
2018 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის F-ჯგუფის ბოლო ტურში სამხრეთ კორეამ გერმანიას 2:0 მოუგო და ჯგუფში ჩატოვა. მატჩის საბოლოო ანგარიში სწორედ სონმა დააფიქსირა. სონი 2008 წლიდან ,,ჰამბურგის'' ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. კორეელი ბუნდესლიგაში ,,ჰამბურგისა'' და ,,ლევერკუზენის'' ღირსებას იცავდა.

სხვა სტატიები