Belive

სონი საუკეთესოდ დაასახელეს - ტოტენჰემის თავდამსხმელი რეკორდსმენია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სონ ჰიუ-მინი სამხრეთ კორეის წლის საუკეთესო ფეხბურთელად კარიერაში მეოთხედ დასახელდა და ამ მხრივ ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა. ინფორმაცია ოთხშაბათს, კორეის საფეხბურთო ასოციაციამ გაასაჯაროვა. "ტოტენჰემის" თავდამსხმელს ეს ჯილდო 2013, 2014 და 2017 წლებში ჰქონდა მოგებული. გამარჯვებული საფეხბურთო ასოციაციის და კორეული მედიის წარმომადგენლებმა გამოავლინეს. სონი, რომელიც რამდენიმე დღის წინ აზიის წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს, ევროპულ საკლუბო ფეხბურთში კორეელთა საუკეთესო ბომბარდირია. წინა სეზონში სონმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და ყველა ტურნირზე 48 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები