Belive

ოფიციალურად: სონი ჯარში გამოიძახეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ტოტენჰემმა" დაადასტურა, რომ სამხრეთ კორეელი შემტევი - სონ ჰიუ-მინი სამხრეთ კორეაში იხმეს. მიზეზი კი ის არის, რომ იგი სამხრედრო სამსახურში გამოიძახეს. ვინაიდან და რადგანაც პრემიერ ლიგა გაურკვეველი დროით შეჩერებულია, ამ პერიოდში კორეელი ფეხბურთელი სამშობლოში კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძოლებს. სამხრეთ კორეაში არის წესი, რომ ჯარი 28 წლამდე ყველა მამაკაცმა უნდა მოიხადოს. სონი 28 წლის ივლისში ხდება, შესაბამისად გასულ თვეს მან მიიღო შეტყობინება, რომ იგი სამშობლოში უნდა დაბრუნდეს და სავალდებული სამხედრო სამსახური მოიხადოს. იგი უკვე გაფრინდა სამშობლოში სადაც 2 კვირიან კარანტინს გაივლის. კორეელი ფეხბურთელი ლონდონში მაისის ბოლოს დაბრუნდება.

სხვა სტატიები