Belive

სონის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - კორეელი მუნდიალზე ითამაშებს 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

​ჰიუნ-მინ სონის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და კორეელი შემტევი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს.

ლონდონის "ტოტენჰემის" მარცხენაფლანგელმა საკუთარ Instagram-ის სთორიში გამოაქვეყნა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყატარში გასამართ მუნდიალზე მონაწილეობას მიიღებს.

30 წლის ფეხბურთელმა სახის არეში დაზიანება უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში, "მარსელის" წინააღმდეგ (1:2) მიიღო და მოედანი მატჩის 28-ე წუთზე დატოვა, რის გამოც ინგლისის პრემიერ ლიგის მე-15 ტურის მატჩში "ლივერპულის" წინააღმდეგ (1:2) ვერ ითამაშა.

სამხრეთ კორეის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის H ჯგუფში ურუგვაის, განისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად იქნება, პირველ შეხვედრას კორეელები ურუგვაის წინააღმდეგ 24 ნოემბერს გამართავენ.

სხვა სტატიები