Belive

სონმა სამხედრო სამსახურს თავი დააღწია - ომარ მომანის კარიკატურა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" სამხრეთ კორეელი ლეგიონერი, სონი, უკანასკნელი დღეების მანძილზე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. სონს სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებში უწევდა 2 წლით მსახური, რაც 26 წლის შემტევისათვის, შესაძლოა კარიერის დასრულების საბაბი გამხდარიყო. სამხედრო სამსახურისაგან თავის დასაღწევად, სონს მხოლოდ ერთი ალტერნატივა ჰქონდა - სამხრეთ კორეის ნაკრებს აზიის თამაშები ტრიუმფით უნდა დაესრულებინა. მისდა საბედნიეროდ, სამხრეთ კორეამ 2:1 სძლია იაპონიას და აზიის თამაშების გამარჯვებული გახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაკრების ყველა წევრი სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდა. "დეზების" შემტევის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არც ცნობილ კარიკატურისტს გამოჰპარვია. ომარ მომანიმ, სონს სახალისო კარიკატურა მიუძღვნა.

სხვა სტატიები