Belive

სონმა სავალდებულო სამხედრო სამსახური წარმატებით დაასრულა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" ვარსკვლავმა სამშობლოში 3-კვირიანი სამხედრო სავალდებულო სამსახური წარმატებით დაასრულა. The Korea Herald-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 157 კურსანტს შორის სონი ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ნაჩვენები შედეგის მიხედვით საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. სროლაში ვარჯიშის დროს, სონმა 10-დან 10 სამიზნე დააზიანა. ბრწყინვალედ შესრულებული დავალების გამო, სონმა სპეციალური ჯილდოც მიიღო. სონის სამხედრო საწვრთნელი კურსი წარმატებით დასრულდა თუმცა სამხრეთ კორეელ ვარსკვლავს 544-საათიანი საზოგადოებრივი სამსახურის გავლაც მოუწევს.
11111111

სხვა სტატიები