Belive

სონს ოპერაცია სჭირდება - რამდენ ხანს გამოტოვებს კორეელი?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" თავდამსხმელი სონ ჰიუ-მინი ტრავმირებულია. სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი სავარაუდოდ თვეზე მეტს გამოტოვებს. 27 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგის 26-ე ტურში, "ასტონ ვილასთან" შეხვედრაში დაშავდა. სონმა მარჯვენა ხელი მოიტეხა და როგორც "დეზების" პრესსამსახური იუწყება, ამ კვირაში ოპერაციას ჩაიტარებს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ აზიელ ფეხბურთელს "ლაიპციგთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი შეხვედრა გაუცდება. შეხვედრა 19 თებერვალს, ლონდონში გაიმართება. სონის გარდა, "ტოტენჰემს" გუნდის ლიდერი ჰარი კეინიც ტრავმირებული ჰყავს. ამ სეზონში "ტოტენჰემის" შემტევმა 32 შეხვედრაში 16 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები