Belive

სოსო ფრუიძე: "ამ შემოთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი, ლოკომოტივი ისტორიული გუნდია"

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
თბილისის "ლოკომოტივს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. "რკინიგზელებს" მიმდინარე სეზონში გამოცდილი ქართველი სპეციალისტი სოსო ფრუიძე უთავკაცებს. საჩხერის "ჩიხურას" ყოფილმა დამრიგებელმა Live.ge-სთან ინტერვიუში ახალი კლუბის და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. გილოცავთ დაკავებულ პოსტს და წარმატებებს გისურვებთ. როდის მიიღეთ შეთავაზება "ლოკომოტივიდან"? ლევან კორღალიძის "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ დამიკავშირდნენ. რამდენიმე ვარიანტს განიხილავდნენ და მათ შორის ერთ-ერთი მე ვიყავი. გავისაუბრეთ და შევთანხმდით. გუნდის ჩაბარება რთულ მომენტში მოგიწიათ, სეზონი უკვე დაწყებულია, თანაც პაუზის გამო შეკრების და სრულფასოვანი ვარჯიშის შესაძლებლობა არ გეძლევათ. დიახ, ასეა, მაგრამ ფეხბურთელების უმეტესობას ვიცნობ, ბევრ მათგანთან მიმუშავია კიდეც. იმედი მაქვს მალე შევიკრიბებით და ჩვეული რეჟიმით დავიწყებთ ცხოვრებას. ბევრი მუშაობა დაგვჭირდება, ფიზიკური ფორმის აღსადგენად, თუმცა ჯერ მთავარია ვირუსი დავამარცხოთ და ის მდგომარეობა გამოსწორდეს, რაც საქართველოსა და მსოფლიოშია შექმნილი. როგორია თქვენი გეგმები "ლოკომოტივში"? გუნდს წინა კარგი სეზონი ჰქონდა, ევროტურნირების საგზური მოიპოვა და ახალი გათამააებაც ორი გამარჯვებით დაიწყო. ლევან კორღალიძემ დიდი სამუშაო გასწია. გუნდი კარგად და გამართულად თამაშობს. ვეცდებით, რომ ეს კარგად დაწყებული სვლა განვაგრძოთ. ცხადია, მაქვს ჩემი გეგმები, თუმცა სათამაშო ფილოსოფიაში რადიკალურ ცვლილებებს არ ვაპირებ.
"ლოკოს" მართლაც კარგი სტარტი აქვს. თქვენი გამოცდილება ევროტურბირებზე კი საკმაოდ დიდია. რა იქნება პროგრამა მინიმუმი მიმდინარე სეზონში?. "ლომომოტივი" კარგი და შეკრული გუნდია. აქ გამოცდილი ფეხბურთელები მომწიფდნენ, რომლებიც ახალ ეტაპზე გადასასვლელად მზად არიან. რა თქმა უნდა, წილისყრასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და იმას რომელ მეტოქეს დავუპირისპირდებით, თუმცა ამ გუნდს დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე, ევროტურნირებზე წარმატების მიღწევა შეუძლია. რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, აქ ჯერ არ ვიცით როდის დავიწყებთ თამაშს, მაგრამ ჩვენი მინიმუმი ევროტურნირების საგზურის მოპოვება იქნება და ტიტულისთვისაც ვიბრძოლებთ. "ჩიხურადან" წამოსვლის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთისგან დასვენებას აპირებდით და ახალ სამუშაოს არ განიხილავდით. რატომ დათანხმდით "ლოკომოტივის" შეთავაზევას? საჩხერეში 13 წელი გავატარე და ეს პატარა დრო არ არის. ამ პერიოდში იყო წარუმატებლობაც, მაგრამ უფრო მეტი დადებითი და წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ შევძელით და ევროტურნირებზე სტაბილურად ვითამაშეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ განვითარდა მწვრთნელთა განათლების მიმართულებაც. უკვე 2 მწვრთნელია, რომელსაც პრო-ლიცენზია აქვს და დარწმუნებული ვარ, ისინი დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებულად გაართმევენ. გუნდი განვითარების სწორ გზას დაადგა. ამ ყველაფრის შემდეგ, დასვენება მჭირდებოდა და ეს პერიოდი გამოვიყენე. ცხადია, კიდევ მეტი დრო არ მაწყენდა, მაგრამ ისეთი გუნდის შემოთავაზებას, როგორიც "ლოკომოტივია", უარს ვერ ვეტყოდი. ეს დიდი ისტორიის მქონე, გამოცდილი და ტიტულოვანი კლუბია, რომელსაც დღესაც ახალგაზრდა, კარგი გუნდი უდგას სათავეში და სწორი გზით ვითარდება.
ცოტა ხნის წინ, სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა, რომ ჩემპიონატის 36 ტურად ჩატარება ფაქტობრივად გამორიცხულია. ერთ-ერთი ვერსია გათამაშების ორ წრედ დასრულებაა, რას ფიქრობთ ასეთ მოდელზე? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის იქნება შესაძლებელი ჩემპიონატის განახლება. კარგი იქნებოდა 36 ტურის ჩატარებაც, 20 ტურის ჩატარებაც და ყველა გზა სეზონის დასასრულებლად, თუმცა მთავარია ჯანმრთელობა და ამ რთული პერიოდის გადალახვა. ისე კი, ლევანს შევპირდი, რომ თუ სეზონი ამ შედეგებით დასრულდა და "ლოკომოტივი" 6 ქულით ჩემპიონი გახდა, მედალს მას გადავცემ (იცინის). მთავარია ეს პერიოდი გადავიაროთ, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ.

სხვა სტატიები