Belive

სოსო ფრუიძე ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თბილისის "ლოკომოტივს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ეს სოსო ფრუიძეა. ინფორმაცია თბილისური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. ფრუიძე "რკინიგზელებს" სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. გამოცდილი ქართველი სპეციალისტი 12 წლის განმავლობაში საჩხერის "ჩიხურას" ხელმძღვანელობდა და საკმაოდ წარმატებითაც. შეგახსენებთ, ხელფასების შემცირების გამო, "ლოკო" ლევან კორღალიძემ დატოვა, რომელმაც გუნდს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოაპოვებინა. შეჩერებულ სეზონში, "ლოკომოტოვს" ორიდან ორი გამარჯება აქვს და ეროვნული ლიგის ლიდერია.

სხვა სტატიები