Belive

სოსო ფრუიძე: "მეტოქე კარგად გავაანალიზეთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ჩიხურა" - "აბერდინის" მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე პირველი საჩხერელთა მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე გამოცხადდა სოსო ფრუიძე:  "ჩვენი ერთადერთი შანსი ამ მატჩში იყო ის რომ ბურთზე კონტროლი დაგვემყარებინა და მცველების უკან გვეძებნა ჩვენი შანსები, "აბერდინს" ჯანიანი ფორვარდები ჰყავს განსაკუთრებით 16 ნომერი და მასთან ბრძოლამ დიდი ძალა წაიღო, პენალტის მომენტში ბოლო 5-7 წუთის მანძილზე კონცენტრაცია გვქონდა დაკარგული, ახალი არაფერი ყოფილა მათ თამაშში, ჩვენ მათი ბოლო თამაშები კარგად გავაანალიზეთ, ისინი სიღრმიდან ჩაწოდებებით ცდილობდნენ ფონს გასვლას "აბერდინი" შინ ბევრად მოტივირებული იქნება და უფრო შემტევ სტილს აირჩევს, მაგრამ რაიმე განსაკუთრებულს არ უნდა ველოდოთ. პენალტებს რაც შეეხება, მსაჯმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, თუ ჩენ კარში დაიდო პენალტი ვფიქრობ. რატი არდაზიშვილს რაც შეეხება, ის შოტლანდიაში მიგვყავს და იმედი მაქვს რომ თამაშს შეძლებს. მისი ყოფნა ჩვენს თამაშს შეტევაში მეტ შემოქმედებას შესძენდა, მაგრამ რა გაეწყობა. რაც შეეხება მარკოზაშვილს, არის თამაშები როცა მას ვიყენებთ თუმცა ბოლო 2 მატჩში ჩვენ სხვა ფეხბურთელების თამაში უფრო სწორად მივიჩნიეთ."

სხვა სტატიები