Belive

სოსო ფრუიძემ ლოკომოტივი დატოვა - რკინიგზელებმა ოთხ ტურში ორი მწვრთნელი შეცვალეს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. როგორც "რკინიგზელთა" პრესსამსახური იუწყება, მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. თბილისური კლუბი მადლობას უხდის გამოცდილ სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს. ამ სეზონში ჩატარებულ სულ რაღაც ოთხ ტურში, "ლოკომოტივმა" მეორე მწვრთნელი შეიცვალა. გუნდმა სეზონი ლევან კორღალიძესთან ერთად დაიწყო და ორივე მატჩი დამაჯერებლად მოიგო, თუმცა კორონავირუსუს პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის და გუნდში ხელფასების 70%-ით შემცირების შემდეგ, ახალგაზრდა მწვრთნელმა გუნდი საკუთარი სურვილით დატოვა. რაც შეეხება ფურიძეს, მან ორ შეხვედრაში ერთადერთი ქულა აიღო და ბოლოს, "დინამო თბილისთან" 0:4 დამარცხდა.

სხვა სტატიები