Belive

სოციალურ ქსელში ბარსელონას ფეხბურთელების განახლებული ხელფასები გამოქვეყნდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე დიდი საიდუმლო ის არის, თუ როგორ აგრძელებს "ბარსელონა" ფეხბურთელების შეძენას, მიუხედავად მათი, ერთი შეხედვით, რთული ფინანსური მდგომარეობისა. კლუბმა ანდრეას კრისტენსენი და ფრენკ კესი უფასოდ დაიმატა, ხოლო რობერტ ლევანდოვსკის, ჟიულ კუნდესა და რაფინიასთვის, ჯამში დაახლოებით 140 მილიონი ფუნტი გადაიხადა. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდს დაახლოებით 1,173 მილიარდი ევრო (983 მილიონი ფუნტი) დავალიანება აქვს. გადარჩენის მიზნით, "ბარსამ" შიდა სატელევიზიო უფლებების დიდი ნაწილი გაყიდა, გარდა ამისა, თავიანთი ლიცენზირებისა და სავაჭრო განყოფილების ნახევარსაც ყიდიან. როგორც ჩანს, ეს გრძელვადიანი პრობლემის მოკლევადიანი გამოსწორება არის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც კატალონიური კლუბი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა, გასტრონომიული ხელფასებია, რომლებსაც ისინი ფეხბურთელებს უხდიდნენ. ესპანური კლუბი, კრიზისის დროს, მოთამაშეებს დროებით ხელფასს ვერ უხდიდა, ზოგიერთ შემთხვევაში ჰონორარის საგრძნობლად დაკლებაც გახდა საჭირო. ინტერნეტში " ბარსელონას" გიჟური ხელფასების განახლებული სია გამოქვეყნდა. Capology-ის სიაში შეგვიძლია ვიხილოთ კლუბის 20 საუკეთესო მოთამაშის მთლიანი ხელფასი. პირველ გრაფაში მოცემულია იმ თანხის რაოდენობა, რომელიც მოთამაშეებს გადასახადის სახით ჩამოეჭრებათ. მეორე გრაფაში კი მათი წლიური შემოსავალია მითითებული.
FZGwksnUsAAVaC3
 

სხვა სტატიები