Belive

სპალეტი აიაქსთან მატჩზე: ,,იმისათვის რომ გახდე დიდებული, დიდ მეტოქეებთან უნდა ითამაშო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ამსტერდამის ,,აიაქსთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,აიაქსი ისე თამაშობს, როგორც ჩვენ. ორივეს გვიყვარს ბურთის ფლობა და შეტევების უკნიდან დაწყება. ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ეს ყველაფერი ძალას მოითხოვს და, ასევე, ინტელექტსაც.

ამ ფანტასტიკურ სტადიონზე, მდიდარი ისტორიის მქონე გუნდთან საინტერესო მატჩი გველის. იმისათვის რომ გახდე დიდებული, დიდ მეტოქეებთან უნდა ითამაშო. ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ჩემთვის ჩემპიონთა ლიგის წინა დღე შობის წინა დღეს ჰგავს და დღესაც ასეა,'' - სპალეტის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ,,ნაპოლი'' ,,აიაქსს'' ესტუმრება.

2 ტურის შემდეგ ლუჩანო სპალეტის გუნდს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

სხვა სტატიები