Belive

სპალეტი: ,,არ შემიძლია, დავთვალო, რამდენი ქულა გვჭირდება ნაადრევი ჩემპიონობისთვის''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,რომასთან'' გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა:

,,საინტერესო მატჩი გველის. ეს იქნება დიდი თამაში, სიამოვნებას მივიღებთ როგორც ტაქტიკით, ასევე ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობით. სამი ქულის მოპოვება ყოველთვის გვინდა. სხვა გუნდების შედეგებზე დამოკიდებულნი არ ვართ.

მოურინიომ იცის, როგორ მოამზადოს გუნდი და როგორ აუხსნას ფეხბურთელებს, რა უნდა გააკეთონ თამაშის დროს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ გამარჯვება უკვე ჩვენს ხელთაა.

საჩემპიონო შანსები? ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. არ შემიძლია, დავთვალო, რამდენი ქულა გვჭირდება ნაადრევი გამარჯვებისთვის. მათემატიკაში ძლიერი არ ვარ, მხოლოდ მარტივი გამოთვლები შემიძლია. თუ გავიმარჯვებთ, 53 ქულა გვექნება,'' - განაცხადა სპალეტიმ.

სერია A-ს 19 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის” 50 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ,,მილანს” 12 ქულით უსწრებს.

ხვალ სპალეტის გუნდი ,,რომას” უმასპინძლებს, მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები