Belive

სპალეტი: ,,იმედი მაქვს, ინტერის გულშემატკივრები არ დამისტვენენ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ყოფილ გუნდთან, ,,ინტერთან'', გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ვიმედოვნებ, რომ ,,ინტერის'' გულშემატკივრები არ დამისტვენენ. მათ ამის მიზეზი არ აქვთ. საბოლოო ჯამში ამ გუნდისთვის რაღაც კარგი გავაკეთე. ანტონიო კონტემ ტიტული მოიგო, მაგრამ გუნდის შენებაში რამდენიმე აგური მეც დავდე. იმედია, ქომაგებს ეს ახსოვთ,'' - სპალეტის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
იტალიის სერია ა-ს მე-13 ტურში ,,ნაპოლი'' ,,ინტერს'' ესტუმრება. მატჩი ხვალ, 21:00 საათზეა ჩანიშნული. ლუჩანო სპალეტი ,,ნერაძურის'' მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 2019 წელს დაითხოვეს. მილანურმა გუნდმა სპეციალისტი ანტონიო კონტეთი ჩაანაცვლა, რომელთან ერთადაც ,,ინტერმა'' გასულ სეზონში სერია ა მოიგო.

სხვა სტატიები