Belive

სპალეტი ირანში მოკლული ქალების ხსოვნის პატივსაცემად პრესკონფერენციაზე ვარდებით მივიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ორი ვარდი მიიტანა და ირანში მოკლული ქალების ხსოვნას პატივი მიაგო.

რამდენიმე დღის წინ, ირანის ,,მორალის პოლიციამ'' თავსაბურავის მოხსნის გამო, 22 წლის მაჰსა ამინი დააკავა. თვითმხილველების თქმით, პოლიციამ ქალი ფურგონში სცემა, რის შემდეგაც ამინი გარდაიცვალა. პოლიცია ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ქალის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევაა.

მაჰსა ამინის გარდაცვალებას ირანში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 27 სექტემბერს პოლიციამ კიდევ ერთი გოგო, 24 წლის ჰადის ნაჯაფი მოკლა, რომელიც ქუჩაში ჰიჯაბის გარეშე გავიდა.

,,ეს ვარდები მაჰსა ამინისა და ჰადის ნაჯაფის ხსოვნისთვისაა,'' - თქვა სპალეტიმ პრესკონფერენციაზე.

ოფიციალური მონაცემებით ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა.

სხვა სტატიები