Belive

სპალეტი: ,,ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩემს ფეხბურთელებს არასდროს ავიწყდებათ, რატომ აცვიათ ნაპოლის მაისური''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,კრემონეზესთან'' სტუმრად მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ჩვენთვის ადვილი თამაში არ იყო, რადგან გატანილი გოლის შემდეგ მეტოქემ გაგვითანაბრა. მეორე გოლს ვერ ვიტანდით, მაგრამ მონდომება არ დაგვიკარგავს, რამაც შედეგი გამოიღო და სიმეონემ დიდებული გოლი გაიტანა. კომპლიმენტები ,,კრემონეზეს'', რომელიც რეიტინგში ასეთ ადგილს არ იმსახურებს.

ჩემი ფეხბურთელები მომენტით სიამოვნებას იღებენ. ისეთი განცდა მაქვს, რომ მათ არასდროს ავიწყდებათ, რატომ აცვიათ ,,ნაპოლის'' მაისური,'' - განაცხადა სპალეტიმ.


იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,კრემონეზეს” სტუმრად 4:1 მოუგო. მატჩში ნეაპოლური კლუბის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, პენალტი მოიპოვა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

9 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 23 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,აიაქსთან” სახლში გამართავს.


სხვა სტატიები