Belive

სპალეტი ხვიჩაზე: ,,თქვენ ეს ახლა შეამჩნიეთ, ჩვენ კი ვიცოდით''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ჟირონასთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, ,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, გუნდის თავდამსხმელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

,,კვარაცხელიას აქვს პოტენციალი, არტყამს, ტექნიკურია, გამოსავალს პოულობს ისეთ სიტუაციებში, როცა ამას არავინ ელოდება და უპირატესობას ქმნის. თქვენ ეს ახლა შეამჩნიეთ, ჩვენ კი ვიცოდით,'' - სპალეტის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
იტალიელმა სპეციალისტმა მისი გუნდის დღევანდელი გამარჯვებაც შეაფასა:
,,ძალიან კმაყოფილი ვარ! პრესინგს მალევე მივმართავდით და ბურთი ბევრჯერ დავიბრუნეთ, თუმცა ბურთის ფლობაში ისეთი კარგები ვერ ვიყავით, როგორც შეგვეძლო. მეტი გოლის გასატანად ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. რამდენიმე კონტრშეტევა გავუშვით, მაგრამ, როცა ასეთ პრესინგს მიმართავ, სხვაგვარად რთულია,'' - განაცხადა სპალეტიმ.
ამხანაგურ შეხვედრაში ,,ნაპოლიმ'' ,,ჟირონას'' 3:1 მოუგო. მატჩის საბოლოო ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ დააფიქსირა, რომელმაც თავისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

სხვა სტატიები