Belive

სპალეტი: "კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელზეც დიდ მოლოდინს ვამყარებთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ცნობილ იტალიელ ჟურნალისტს, დილეტა ლეოტას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
"კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელზეც დიდ მოლოდინს ვამყარებთ. იგი აქ ჩემპიონი ფეხბურთელის, ლორენცო ინსინიეს შესაცვლელად მოვიდა, რომელმაც თავის მხრივ, ახალი ნაცნობების შეძენა და სხვა გზაზე წასვლა არჩია. ბოლომდე იმედი მქონდა, რომ ის ჩვენთან დარჩებოდა, თუმცა ეს ადამიანის პირადი გადაწყვეტილებაა და მას პატივი უნდა ვცეთ", - თქვა 63 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში სადებიუტო შეხვედრაში, “ჰელას ვერონას” კარში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. შემდეგ შეხვედრას 21 წლის ამომავალი ქართველი ვარსკვლავის გუნდი “მონცას” წინააღმდეგ 21 აგვისტოს გამართავს.

სხვა სტატიები