Belive

სპალეტი: "კვარაცხელია ბრწყინვალე შემტევია, მაგრამ დაცვას უფრო აქტიურად უნდა დაეხმაროს"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრის წინ, "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

"თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, შევეცდებით, რომ კვარაცხელიას ფლანგი დავტვირთოთ. გვყავს ლობოტკა, რომელსაც მაშინაც კი შეუძლია გამოსავლის პოვნა და შეტევისთვის დატოვებული სივრცეების ათვისება, თუ ის მეტოქეებს უკვე შემჩნეული ჰყავთ და მოძრაობის არეალს უზღუდავენ.

კვარა არის ფეხბურთელი, რომელსაც აქვს შესანიშნავი ტექნიკა და ბრწყინვალე ხარისხი. ის ერთ-ერთი მათგანია, რომლის კარში დარტყმულსაც შედეგი მოჰყვება ან სულ მცირე, კუთხურს მაინც იპოვებს, მაგრამ შემდეგ შეხვედრებში მეტი თავდაცვითი ფუნქციების შესრულება მოეთხოვება.

როდესაც ფეხბურთელი ბევრ კომპლიმენტს იღებს, მას ავიწყდება რომ, ყველა ქმედების სწორად შესრულებაა საჭირო.

მეტოქეს ძალიან სწრაფი და ტექნიკური გარემარბები ჰყავს, შესაბამისად, კვარამ მეტი უნდა გააკეთოს თავდაცვით ფაზაში და არ მისცეს მოწინააღმდეგეს იმის შესაძლებლობა, რომ მათი შემტევები ჩვენი მცველის წინააღმდეგ 2:1-ზე უპირატესობაში აღმოჩნდნენ", - თქვა 63 წლის სპეციალისტმა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” მაისურით 6 მატჩში 4 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

შემდეგ შეხვედრას “ნაპოლი” უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით “რეინჯერსის” წინააღმდეგ, 14 სექტემბერს გამართავს – მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები